დაზღვევა

დაზღვევა

აგრო დაზღვევა

2017 წელს დავიწყეთ აგრო დაზღვევა, გავაფორმეთ კონტრაქტი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან და სწორედ ამიტომ, ყველა ჩვენი დაზღვეული არის 70% სუბსიდირებული პრემიის ბენეფიციარი, არ აქვს მნიშვნელობა კორპორაციაა, თუ ფიზიკური პირი, საქართველოს, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე.


ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში კულტივირებული უმეტესი კულტურების დაზღვევას, ვაპირებთ დავამატოთ პირუტყვის, ფრინველის და თევზის დაზღვევის პროდუქტები.


ბიზნეს პარტნიორების ფართო ქსელის საშუალებით ჩვენ საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელშეკრულების დადების და პრემიის გადახდის მოსახერხებელ სქემებს.