დაზღვევა

დაზღვევა

2019

ალფა ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ახალი ასოცირებული წევრია

2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მოთხოვნა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების სავალდებულო დაზღვევის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა, რაც არის დაკავშირებული ვაჭრობასთან, წარმოებასთან, მშენებლობასთან, ტრანსპორტირებასთან, ელექტროენერგიის გამომუშავებასთან, გაზისა და წყლის მიწოდებასთან, საქონლის გადამუშავებასთან ვალდებულია მოახდინოს დაქირავებული პერსონალის სავალდებულო დაზღვევა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში.

,,სადაზღვევო კომპანია ალფას" და ,,ავერსი ფარმას" ერთობლივი აქცია

,,სადაზღვევო კომპანია ალფას" და ,,ავერსი ფარმას" ერთობლივი აქცია ქალბატონებისთვის !! დღეიდან, თბილისის მასშტაბით, ავერსი ფარმას ნებისმიერ აფთიაქში შეიძინეთ 25 ლარის ღირებულების თავის მოვლის, ან ჰიგიენის საშუალებები და მიიღეთ ალფასგან საჩუქრად Alpha Beauty ფასდაკლების ბარათი Alpha Beauty მოიცავს ფასდაკლებებს სილამაზის და თავის მოვლის პროცედურებზე წამყვან სამედიცინო და ესთეტიკურ ცენტრებში დარეგისტრირდი: www.alphacare.ge/beauty/pharma

2018

ელიავას ბაზრობის დაზღვეულ მეწარმეებს ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანია „ალფა“ აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულ მეწარმეებს ზარალს მაქსიმალურად მოკლე ვადებში აუნაზღაურებს, – ამის შესახებ კომპანია „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა, კახაბერ დიასამიძემ განაცხადა, რომელიც ელიავას ბაზრობაზე მივიდა. მისი თქმით, ბაზრობაზე „ალფას“ ბენეფიციარია 63 მეწარმე. ზარალი კონტრაქტის შესაბამისად გაწერილი პირობების ფარგლებში ანაზღაურდება. „ბაზრობა და მისი მეწარმეები, ვინც აქ საქმიანობდნენ, „ალფაში“ არიან დაზღვეულნი. შესაბამისად, „ალფას“ ხელმძღვანელობა მოტივირებულია, ყველა დანაკარგი, რაც ამ შემთხვევით დადგა, თითოეულ მათგანს მაქსიმალურად ოპერატიულად აუნაზღაუროს იმ ფარგლებში, რაც შესაბამისი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ამ ბაზრობაზე ჩვენი ბენეფიციარი არის 63 მეწარმე. თავად ბაზრობა, მისი ტერიტორიაც დაზღვეულია თავისი პასუხისმგებლობით. შესაბამისად ბაზრობის ადმინისტრაციას და თითოეულ ბენეფიციარს ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ავუნაზღაურებთ ყველა დანაკარგს“, – განაცხადა კახაბერ დიასამიძემ. აგლაძის ქუჩაზე, სადაც ცეცხლი ხის მასალის საწყობში გაჩნდა, დამწვარია დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობი. ხანძარი ლოკალიზებულია და მისი ცალკეული კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაცია ,,სიდას“

10 დეკემბერს ,,სადაზღვევო კომპანია ალფამ“ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა ორგანიზაცია - ,,სიდას“ მიერ ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე მოწყობილ ღონისძიებაში. ალფას გენერალურმა დირექტორმა – კახაბერ დიასამიძემ საჯარო ხელმოწერით დაადასტურა ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ (WEPs). ამჟამად აღნიშნულ საერთაშორისო ინიციატივას საქართველოში მოქმედი 26 წამყვანი ბიზნეს კომპანია უჭერს მხარს. ალფა მუდმივად ერთვება მსგავსი სახის სოციალურ აქტივობებში, ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის და ქალთა როლის გაძლიერების პოპულარიზაციას.

შეღავათიანი პირობები ყველა ფერმერისთვის!

2018 წლის აპრილში ძალაში შევიდა 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა სუბსიდირებული აგროდაზღვევის შესახებ. პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსურ პრემიას აგროდაზღვევაზე 70%–ის ოდენობით, საქართველოში, ღია ფართობზე არსებული ყველა კულტურისათვის, გარდა ვენახისა, რომლის სუბსიდირებაც ხორციელდება 50 %–ის ფარგლებში. გასული წლისგან განსხვავებით, პროგრამა ვრცელდება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე.

სადაზღვევო კომპანია ალფა მსოფლიო რბენის

სადაზღვევო კომპანია ალფა მსოფლიო რბენის Wings for Life World Run 2018 - Kakheti, Georgia ოფიციალური მზღვეველია! ირბინე მშვიდად, შენი ჯანმრთელობა დაზღვეულია ალფაში!

500 ლარიანი დაზღვევა საჩუქრად!

1 მაისიდან "სადაზღვევო კომპანია ალფა" "ვისოლთან" ერთად წარმოუდგენელ აქციას იწყებს. ყველა, ვინც „ვისოლის“ ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე შეიძენს 30 ლარის ღირებულების საწვავს, საჩუქრად „ალფასგან“ გადაეცემა ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა 500 ლარიანი ლიმიტით.

ალფა კრივის საერთაშორისო ტურნირის სპონსორია

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ მუდმივად ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ყოველთვის ერთვება სპორტული სახის აქტივობებში. ამჯერად კომპანია კრივის საერთაშორისო ტურნირის სპონსორი გახდა.

ახალი ლიდერი ავტოდაზღვევის ბაზარზე

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 კვარტლის მონაცემებით ალფა ავტოდაზღვევის კუთხით უპირობო ლიდერია.

23 დღეში 600-ზე მეტი დაზღვეული სავაჭრო წერტილი

2018 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც მასობრივი თავშეყრის ობიექტები სავალდებულო წესით უნდა იყოს დაზღვეული ხანძრის, აფეთქების ან კონსტრუქციის ნგრევის (მათ შორის სამგზავრო ლიფტის ვარდნის) შედეგად მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანისგან.

6 თვიანი დაზღვევა საჩუქრად ,,სადაზღვევო კომპანია ალფასგან“

სადაზღვევო კომპანია ალფა“ საცალო ბიზნეს სექტორის გაფართოებას აგრძელებს. ამჯერად, ის კომპანია ვისოლის ყველა ერთგულ მომხმარებელს 6 თვიანი დაზღვევით ასაჩუქრებს.

4 ოქტომბერს ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ალფა მუდმივად ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას.

ერთად გამარჯვებისკენ!

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ რაგბის კავშირის ოფიციალური მზღვეველია.

საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით ბანკებს კონკურენტი გამოუჩნდათ

საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით სადაზღვევო კომპანიები უკვე აქტიურ კონკურენციას უწევენ ბანკებს, გარანტიების გაცემის მარტივი პროცედურებით, მოკლე ვადებით, მოქნილი სამუშაო გრაფიკით და შეღავათიანი ტარიფებით.

საჩუქარი ყველა ქალბატონს სადაზღვევო კომპანია ალფასგან

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ მუდმივად ზრუნავს საცალო მიმართულების განვითარებაზე. კომპანიამ წინა წელთან შედარებით ავტო დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი, უპრეცედენტო ზრდა განიცადა, კერძოდ კი 2017 წელს დაზღვეული ავტომობილების (7370 ავტომობილი) 80%, 2018 წლის მხოლოდ 2 თვეში შეასრულა. ამ წლის იანვრისა და თებერვლის მონაცემებით, უკვე 5790 ახალი პოლისი ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.