19.08.2020

მსოფლიოს 5 ულამაზესი სანაპირო

blog-article-image-one.jpg

ყველა ადამიანს იდეალური დასვენება განსხვავებულად წარმოუდგენია, თუმცა, მოიძებნება ისეთი ადგილებიც, რომლებიც ყველაზე პრეტენზიულ დამსვენებელსაც კი მოაჯადოვებს. ამ სტატიაში მინდა მსოფლიოს ხუთ გამორჩეულად ლამაზ და საინტერესო სანაპიროზე მოგიყვეთ.

 

 

კომოდოს კუნძული - ვარდისფერი ქვიშების სამყარო, ინდონეზია

Pink Beach, Komodo Island , Indonesia

 

მსოფლიოში არსებობს სხვა ვარდისფერი სანაპიროებიც, თუმცა ინდონეზიაში მდებარე ეს სანაპირო ერთადერთი ადგილია, სადაც ქვიშა მხოლოდ ვარდისფერია. წარმოიდგინეთ ლურჯი ცა, გამჭვირვალე, კამკამა წყალი, ვარდისფერი ქვიშა, სანაპიროს უკან კი მწვანე გორაკები.

ეს კუნძული გამორჩეულია იმით, რომ თანაბრად ანცვიფრებს როგორც ზღვის, აგრეთვე სამთო კურორტების მოყვარულებსაც. კომოდოს კუნძული ხომ ვარდისფერი ქვიშების სანაპიროს გარდა, სწორედ უნიკალური და მრავალფეროვანი ფაუნითაა ცნობილი.

 

 

კაიჰალულუ - წითელი ქვიშის სანაპირო, მაუი, ჰავაის კუნძულები, ამერიკა

Kaihalulu- Red Sand Beach, Maui, Hawaii, USA

ჰავაის კუნძულები რომ გამორჩეულია, ეს უჩემოდაც იცით, თუმცა, ბევრს არ სმენია კაიჰალულუს შესახებ. მაუის საგრაფო ლეგენდაული “ჰანას გზის” (Hana Highway), მსოფლიოს უდიდესი მძინარე ვულკანისა და ჰალეაკალას ეროვნული პარკის გარდა, მნახველებს ეგზოტიკურ სანაპიროსაც სთავაზობს. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია სერფინგის მოყვარულებში.

იდეალური პერიოდი აქ წასასვლელად აპრილიდან მაისამდე და სექტემბრიდან ნოემბრამდე შუალედებია.

 

ლაგოას მღვიმე, პორტუგალია

Lagoa Sea Cave, (Algar de Benagil) Portugal

პორტუგალიაში, ლაგოას პატარა დასახლების მახლობლად, დედამიწის ყველაზე რომანტიკული სანაპირო მდებარეობს - კლდეებითა და ოკეანით შემოსაზღვრული ჯადოსნური მღვიმეები. აქ მოხვედრა მხოლოდ ზღვის გავლითაა შესაძლებელი. მღვიმის ზედა ნაწილი წრიულადაა გახსნილი და იქიდან სინათლის შუქიც თვალისმომჭრელად იღვრება.

ეს ადგილი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ე.წ. ინფლუენსერებში - ინსტაგრამზე ულამაზესი სურათების ასატვირთად. ეს სანაპირო აგრეთვე ცნობილია კანოეების ტურითაც, რომელიც მოზარდებისთვის 10, ხოლო ზრდასრულთათვის 15 დოლარი ღირს.

 

 

როსილის ყურე, უელსი, გაერთიანებული სამეფო

Rhossili Bay, Wales, UK

გაერთიანებული სამეფოს დიდებული ბუნების შესახებ ხმა ლორდ ბაირონმა, შექსპირმა, დიკენსმა თუ ბრონტეებმა თავიანთი ნაშრომებით ინტერნეტის გამოგონებამდე ბევრად ადრე მოგვაწვდინეს. როგორც ჩანს, ავტორები სულაც არ აჭარბებდნენ, როდესაც ულამაზეს სანაპიროებზე მოგვითხრობდნენ. მათთვის, ვისაც სიმშვიდე, ჰარმონია, ბუნება და ზღვა ერთნაირად უყვარს, ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა. წარმოიდგინეთ სანაპირო, კრიალა წყლით, სურნელოვანი ყვავილებით, გორაკებით და ინგლისური ქოხებით. აქ, ულამაზეს გარეშემო სეირნობასა და ცურვასთან ერთად შეგიძლიათ არაერთი წყლის სპორტის გასართობითაც დაკავდეთ.

 

 

გაგრა, აფხაზეთი, საქართველო.

Gagra, Abkhazia, Georgia

ვერ გეტყვით, მსოფლიოს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დამეთანხმებიან თუ არა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზ და სასურველ ადგილს სწორედ გაგრის სანაპირო წარმოადგენს. ჩემოთ ჩამოთვლილი არცერთი სანაპირო არ მინახავს, სამწუხაროდ, არც აფხაზეთის “ლურჯი მთებისა” თუ “თეთრი სანატორიისთვის” მომიკრავს თვალი. მიუხედავად ამისა, ბავშვობიდან მაინტერესებდა, როგორი იყო რეალურად ეს ჯადონური ადგილი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით აღფრთოვანებული ტურისტები არასდროს აკლდა. ჩემს მშობლებს თუ დავუჯერებთ, თუ დედამიწაზე ოდესღაც სამოთხე არსებობდა, ის სწორედ აქ, აფხაზეთში იქნებოდა... მის აღწერას არ დავიწყებ... ვიმედოვნებ, ამ ყველაფრის გადამოწმებას ოდესმე საკუთარი თვალებით შევძლებთ…

eye-icon.svg

15498

chat-icon.svg

0

Author Admin