30.12.2019

5 იღბლის მომტანი საახალწლო კერძი

blog-article-image-one.jpg

არსებობს ჩინური ლეგენდა, რომლის მიხედვით, იმპერატორმა სამეფოში წვეულება გამართა და ზოდიაქოს თორმეტივე წარმომადგენელი დაპატიჟა. ვირთხა ხარის ზურგზე მოკალათდა და სამეფოსკენ მიმავალ გზას კარნახობდა, ხოლო როდესაც სასახლეს მიუახლოვდნენ, ჩამოხტა და კარებშიც პირველი შევიდა.  სწორედ ამიტომ,  ზოდიაქოს 12 ნიშნიდან, ვირთხა პირველია... მოგეხსენებათ, წელს სწორედ თეთრი მეტალის ვირთხის წელია,წინ ნამდვილად საინტერესო ამბები გველის. შესაძლოა, ზოდიაქოს სკეპტიკურად ვუყურებდეთ, თუმცა, გულის სიღრმეში მაინც ყველას გვაქვს ცრურწმენის ნაწილაკი, რომელსაც ამ უჩვეულო წინასწარმეტყველების სჯერა. ყოველი შემთხვევისთვის, მისი დაჯერებით არაფერს ვკარგავთ… სწორედ ამიტომ, საახალწლო სუფრას ყველა დიდი მონდომებით ვაწყობთ, რომ წლის უხილავი სტუმრის გული მოვიგოთ. 

მრგვალი კექსი, ამერიკა

ამერიკელებს სწამთ, რომ საახალწლო სუფრაზე “ბეჭდის ფორმის” კექსი აუცილებლად უნდა გვქონდეს. ეს სიმბოლოა იმისა, რომ მომავალი წელი დახუნძლული იქნება ბედნიერებთა უწყვეტი ნაკადით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ კექსი გააფორმოთ სხვადასხვა თხილეულით, რაც აგრეთვე ვირთხის საპატივცემულო სასუსნავს წარმოადგენს.

ყურძენი, ესპანეთი

ახალი წლის ღამით, სანამ სახლში მოკალათებული ამერიკელები Time Square-ზე ბურთის მოძრაობას ადევნებენ თვალყურს და ათამდე ითვლიან, რათა მეწყვილეს ეამბორონ, ესპანეთის ყოველ ოჯახში Puerta del Sol in Madrid–ის გადაცემაა ჩართული, სადაც აჩვენებენ  მთავარი მოედნის საათთან შეკრებილ ხალხს და ელოდებიან საათის 12–ჯერ ჩამოკვირას.  საათის თითოეულ ჩამოკვრაზე ესპანელები სუფრაზე მომარაგებული ყურძნის თითო მარცვალს მიირთმევენ და ამგვარად ეგებებიან ახალ წელს. ყურძნის 12 მარცვალი აის სიმბოლოა მომავალი წლის 12 თვისა.

მოხტუნავე ჯონი/Hopping John, ამერიკა

ე.წ. მოხტუნავე ჯონი ამერიკელთა განსაკუთრებული კერძია, რომელიც “gold digger”–თა (ოქროს მაძიებელთა) ჭეშმარიტ საკვებს წარმოადგენს.  საქმე იმაშია, რომ ახალი წლის სუფრაზე ღორის ხორცითა შეზავებული ბარდის ეს ფაფა საწინდარია მომავალ წელს უხვი შემოსავლისა, (ბარდა– ოქროს მონეტის სიბოლოა). ეს კერძი, როგორც წესი, უხვადაა შეზავებული მწვანილებით, რაც აგრეთვე ამერიკული დოლარის სიმბოლოს წარმოადგენს, სალათში მიმოყრილი კუბეტებსაც ოქროსთან აკავშირებენ. მოკლედ, თუ გსურთ, რომ თქვენმა შემოსავალმა საგრძნობლად მოიმატოს (ეს ხუმრობით, თუმცა, ვინ იცის?) აუცილებლად დაამზადეთ “მოხტუნავე ჯონი”.

დამწნილებული ქაშაყი/ pickled herring

მეტალის ვირთხას ვერცხლისფერი ძალიან უყვარს, სწორედ ამიტომ, წელს საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გაამზადოთ პოლონური საახალწლო კერძი–დამწნილებული ქაშაყი. პოლონელებს სწამთ, რომ ახალწელს ამ კერძს თუ მიირთმევენ, მათი კეთილდღეობა მოიმატებს და ბევრი სასიამოვნო სიურპრიზიც ექნებათ.

ყველი

2020 წლის საახალწლო სუფრა ყველის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია. ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი განსხვავებული სახეობის ყველი გვექნება წლევანდელ სუფრაზე, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება ჩვენთვის 2020 წელი..

 

 კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.

eye-icon.svg

17541

chat-icon.svg

0

ავტორი Admin