27.04.2021

მსოფლიოს 5 ყველაზე სახიფათო ადგილი

blog-article-image-one.jpg

დედამიწაზე  არაერთი აუხსნელი, მისტიური, წარმოუდგენლად ლამაზი და ამავდროულად, შემაძრწუნებლად საშიში ადგილები მოგვეპოვება. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსოფლიოს მასშტაბით, წელიწადში ათასობით მოლაშქრე შეუპოვრად მიემართება მათკენ და საკუთარ სიცოცხლესაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ეს რისკი ამად ღირს. მე ამ სტატიაში სწორედ 5 ასეთ განსაკუთრებულ ადგილზე მოგითხრობთ.

იკვდილის ველი / Death Valley

ალიფორნიაამერიკის შეერთებული შტატები

 

თუ დედამიწას ჩვენს მყუდრო სახლად მივიჩნევთ, მაშინ “სიკვდილის ველი” სამზარეულოში სააღდგომო სუფრისთვის ინდაურის შესაწვავად კარგად გახურებული ღუმელი იქნებოდა. კალიფორნიის შტატში არსებული ამ ნაკრძალის ტერიტორიაზე ერთ დროს ტბა იყო, რომელიც ტემპერატურის უკიდურესმა და თანაც, მეცნიერულად აუხსნელმა უეცარმა მატებამ, დააშრო და უზარმაზარი- გავარვარებული ლოდების გროვად აქცია.

ამ ადგილს ზოგი მეცნიერი „მოძრავი ქვების ველსაც“ უწოდებს, რადგანაც ყოფილი ტბის ფსკერზე გამუდმებით მოძრაობენ 30 კილოგრამიანი ქვები, თითქოს ცხელ ქვაბში მოხარშული კარტოფილები თუხთუხებენ.

1913 წელს აქ დაფიქსირდა ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი +56,7 გრადუს ცელსიუსი. წყლის გარეშე აქ ადამიანის სრულ დეჰიდრატაციასა და მოგზაურობის ფატალურ დასასრულს, სულ რაღაც 14 საათი სჭირდება. მიუხედავად ამისა, მოლაშქრეთა დიდი ნაკადი დღემდე აწყდება „სიკვდილის ველს“, მომარაგებული სასმელი წყლებითა (დღეში რეკომენდირებული 4 ლიტრი) და ენერგეტიკული სასმელებით აღჭურვილნი.

ველების კუნძული

კუნძული ქეიმადა გრანდი, ბრაზილია

 

ბრაზილიის ამ კუნძულს სახელწოდება შემთხვევით როდი აქვს. ქეიმადა - გრანდი ფორმით მართლაც რომ გველს წააგავს, თუმცა, მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილის ტიტული ამისთვის როდი მიანიჭეს.

“გველების კუნძული” მსოფლიოში არსებული ყველაზე შხამიანი ყვითელი გველებით - ბოტროფსებითაა (bothrope) დასახლებული. მათი კვების ძირითადი წყარო მატერიკიდან ჩაფრენილი “გზააბნეული” ფრინველები (და არა მხოლოდ ფრინველები) არიან. სამწუხაროდ, მათი მსხვერპლი არაერთი ადამიანიც გამხდარა. კვლევების თანახმად,

430 000კვ.მ-იანი ტერიტორიის ყოველ კვ.მ-ზე საშუალოდ 1 გველი მოდის.

საინტერესოა ისიც, რომ სახელმწიფო ამ გველებს იცავს - ისინი ხომ მსოფლიოში უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფ ჯიშს განეკუთვნებიან, ამიტომაც, ბრაზილიის მთავრობამ ის აკრძალულ და დაცულ ზონად გამოაცხადა. კუნძულზე ჩასვლის უფლება მხოლოდ მეცნიერებს აქვთ. მიუხედავად ამისა, კუნძულის გარშემო არაერთი სანაოსნო ტური იმართება, საიდანაც ცნობისმოყვარე ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თვალებით კუნძულზე არსებული გველების გორგლები დაინახოს. მე ამ ყოველივეს ნახვის სურვილი ნამდვილად არ მექნებოდა, თუმცა, კაცია და გუნებაო. :)

ფარის  (დეპრესიულისამკუთხედი/ Afar ( Afar Depression) Triangle

ეთიოპია

 

ეთიოპიაში მდებარე ეს ვულკანი მსოფლიოში ყველაზე საშიში და ამავდროულად, ყველაზე ლამაზი ვულკანია. აფარის ვუკლანის ყელიდან გამუდმებით იფრქვევა ორი განსხვავებული შეფერილობის ლავა, რასაც მიწის ძვრებიც მოჰყვება ხოლმე. მიწის ძვრის დროს კი ნაპრალებში წყლის ნაკადიც ჩნდება და სამი მუშკეტერის ვულკანისებურ ვარიანტს ქმნის, რაც ნამდვილად საოცარი სანახაობაა.  მის სიახლოვეს ყოფნა ძალიან სახიფათოა..

ამ “სამკუთხედმა” მეცნიერთა ყურადღება ჯერ კიდევ 1974 წელს მიიპყრო.

ამერიკელ პალეოანთროპოლოგთა ჯგუფმა დონალდ ჯოჰანსონის (Donald Johanson) მეთაურობით ამ ვულკანის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალის ნამარხს მიაკვლია. მკვლევარებს თან რადიო ჰქონდათ ჩართული, სადაც ბითლზების ჰიტი “ლუსი ცაშია ალმასებით” (Lucy in the sky with diamonds) უკრავდა. სწორედ ამიტომ, მათ ამ ნამარხს ლუსი უწოდეს. მოგიანებით გაირკვა, რომ “ლუსი” დაახლოებით 3.2 მილიონი წლის წინ იყო გარდაცვლილი, რამაც ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა წარმოშვა.

ოჯოხეთის კარიბჭე / the door to hell

დარვაზათურქმენეთი

 

ადამიანებს დედამიწაზე ჯოჯოხეთის ცეცხლის “დატრიალება”რომ გვეხერხება, ამას ბევრი მტკიცება არ უნდა. თუმცა, 1971 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერთა ნაკადმა ეს სიტყვები პირდაპირი მნიშნელობით მოიყვანა სისრულეში. 

სსრკ-დან დედამიწის სხვადასხვა წერტილში დაგზავნილ მეცნიერ მუშაკებს დაევალათ ნავთობის კერების მოძიება. ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციის დროს, ჭაბურღილი მიზანს აცდა და მოხვდა მეთანის რეზერვს, რასაც დიდი აფეთქება მოჰყვა. საბურღი ნიადაგი სრულიად ჩამოიშალა და წარმოიქმნა კრატერი- წრიული ფორმის ვულკანური ყელი. 

მეცნიერებმა ეს კრახი არ იკმარეს და სიჩქარეშე კიდევ ერთი არასწორი გადაყწვეტილება მიიღეს. კერძოდ, მათ განიზრახეს კრატერის ყელში ცეცხლი დაენთოთ და ამით მეთანის “დარჩენილი მარაგი” დაეწვათ, რასაც საპირისპირო შედეგი მოყვა. წარმოიქმნა ე.წ. დანტესეული (დანტე ალიგიერი) ანომალია- მარადიული ცეცხლისმფრქვეველი კარიბჭე.

1971 წლის იმ წამიდან დღემდე, ამ კრატერიდან სიცოცხლისთვის საზიანო გაზები და ცხელი ჰაეირი ამოდის, მისი შეჩერება კი არავის შეუძლია. სამაგიეროდ, თურქმენეთს ტურისტები არ აკლდება “ჯოჯოხეთის კარიბჭესთან” მისვლის მსურველთა სახით

ოიას ტყე / Hoia- Baciu Forest

რუმინეთიტრანსილვანია

 

ტრანსილვანია - რა გაგონდებათ? ბრემ სტოკერის ნაწარმოები, თუ Columbia pictures- ის ანიმაციური ვარიანტი? რომელიც არ უნდა იყოს, ორივე შემთხვევაში, ჩვენთვის ტრანსილვანია სინონიმია დედამიწაზე შემორჩენილი ერთადერთი ვამპირის სამყოფელისა. თითქოს, უჩვეულო არც უნდა იყოს, რომ დრაკულას სასახლის მახლობლად არსებული ტყე საიდუმლობებითაა მოცული. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან, თუ რატომ იზრდებიან მცენარეები ასეთი უცნაური ფორმის (როგორსაც სურათზე ვხედავთ). საინტერესოა ისიც, რომ თუ ამ ტყეში მარტო შეხვედით, დიდი ალბათობით, უკან ვეღაც გამოხვალთ. 

250 ჰექტარზე გადაჭიმული ჰოიას ტყეს მსოფლიოში “რუმინული ბერმუდის სამკუთხედადაც” მოიხსენიებენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ტყეში შეხეტიალებული ადამიანები (ძირითადად, ცალკეული პირები), უკვალოდ ქრებიან. ხოლო მოლაშქრეთა გუნდის წევრები კი აღიარებენ, რომ ამ მისტიურ ტყეში ყოფნის დროს ისინი გამუდმებით ვიღაცის მზერას გრძნობდნენ. რამდენად არის ეს ტყე სულებითა თუ სხვა ირაციონალური ძალებით შეპყრობილი, ვერ გეტყვით.  ხოლო დრაკულა თუ ნამდვილად არსებობს, დარწმუნებული ვარ, ჰოიას ტყის დახმარებით, კარგ დროსაც ატარებს.

eye-icon.svg

61426

chat-icon.svg

0

ავტორი Admin