10.02.2021

5 საუკეთესო განათლების სისტემა მსოფლიოში

blog-article-image-one.jpg

განათლება და სურვილი, განათლების მიღებისა, ცივილიზაციის პირმშოა და ადამიანთა რასის განვითარების საწინდარიც. განათლების სისტემა პირდაპირ კავშირშია გეოგრაფიულ კულტურასთან – ევროპული განათლება მკვეთრად განსხვავდება აღმოსავლური განათლებისგან და ა.შ.

Global Education Report-ის უახლესი, 2020 წლის კვლევების მიხედვით, გამოიყო განათლების სისტემის სხვადასხვა მახასიათებელი და კრიტერიუმი:

 

  • როგორი ტიპის ურთიერთობაა დამყარებული მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის;
  • ქვეყნის მოსახლეობის რა ნაწილი იღებს დაწყებით განათლებას და რა ხარისხით;
  • მოსახლეობის რა ნაწილი ამთავრებს საშუალო განათლებას და რა ხარისხით;
  • მოსახლეობის რა ნაწილი ამთავრებს უმაღლეს განათლებას, და როგორია ქულათა საშუალო მაჩვენებელი;
  • მოსახლეობის რა ნაწილია წერა–კითხვის უცოდინარი;
  • რა თანხებია გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან განათლების სისტემისთვის;
  • განათლება სტანდარტიზირებულია, თუ მორგებულია ინდივიდებზე?;
  • რამდენად იყენებენ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიებს?;
  • რა რაოდენობის მოზარდია თითოეულ კლასსა თუ ჯგუფში?;
  • როგორია მშობლების ჩართულობა სკოლაში და ა.შ;

 

ამ მახასიათებლების მიხედვით, მსოფლიოში 5 ქვეყნის განათლების სისტემა ლიდერობს. ვნახოთ, ეს ჩამონათვალი.

 

1. ფინეთი

2000 წლიდან დღემდე, განათლების სისტემის მიხედივთ, პირველ ადგილს ფინეთი იკავებს.

ფინეთში განათლების (როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი) მიღება სრულიად უფასოა.

ფინეთში წლის განმავლობაში სულ რაღაც 190 სასწავლო დღეა (რაც ბევრად ჩამოუვარდება სხვა ქვეყნებში სასკოლო დღეების რაოდენობას)

ფინეთი უკონკურენტოა უფასო საერთაშორისო გაცვლით პროგრამებით.

ფინეთის განათლების სისტემა   უდიდეს ყურადღებას აქცევს ამერიკულ სამეცნიერო ნაშრომებსა და ფილოსოფიურ ნარკვევებს და ფართოდ გამოიყენებს სწავლების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ სფეროებში აშშ–ზე ბევრად მაღალი შედეგები აქვს.

ფინეთი მსოფლიოში ლიდერობს წიგნიერების მაჩვენებლითაც, ისევე როგორც, საუკეთესო შედეგებით მათემატიკასა და ფიზიკაში.

ფინეთში 6 წლამდე ბავშების სკოლაში სიარული სავალდებულო არ არის, დასწავლა მიმდინარეობს შემეცნებითი თამაშების მეშვეობით.

ყველა მოსწავლე მეცხრე კლასიდან თავად ირჩევს შესასწავლ საგნებსა და სასწავლო  განრიგს.

ფინეთში საშუალოდ 9 მოსწავლეზე ერთი მასწავლებელი მოდის.

არსებობს, აგრეთვე პროფესიული სასწავლო სკოლებიც, სადაც თეორიული ცოდნის შესწავლის პარალელურად, მიმდინარეობს პრაქტიკუმებიც.

 

2. სამხრეთ კორეა

ამ კრიტერიუმების მიხედით მეორე ადგილს, უკვე მესამე წელია,  სამხრეთ კორეის განათლების სისტემა იკავებს.

სამხრეთ კორეა მსოფლიოში ლიდერობს სახელმწიფოს მიერ განათლებაში თანხის დაბანდებით.

სამხრეთ კორეის სკოლებში ყოველი 15 მოსწავლისთვის ერთი მასწავლებელია გამოყოფილი.

ფინეთისგან განსხვავებით, აქ სწავლის პროცესი მეტად სტრესულია.

მოსწავლეები კვირის შვიდივე დღეს დადიან სკოლაში, ხოლო სწავლასთან ერთად, მუშაობას ადრეული ასაკიდან ეჩვევიან.

სწორედ ამ დაუღალავი სწავლების შედეგია ის, რომ დღეს სამხრეთ კორეა ერთ–ერთი ლიდერია წიგნიერიების მაჩვენებლით, აგრეთვე, მსოფლიო ისტორიის შესახებ ზოგადი განათლებითაც.  მოსახლეობის 100% – ( მამაკაცების 99,2% და ქალების 96,6%) წიგნიერია (Fair Reports).

 

3. დანია

დანიის განათლების სისტემა გამორჩეულია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არსებული დამოკიდებულებით. აქ არ არის ქულებსა თუ შეფასებაზე ორიენტირებული სწავლება, არც დასჯითი მიდგომა.

დანიის სკოლებში, ყოველ 10 მოსწავლეზე ერთი მასწავლებელი მოდის.

დანიაში გაკვეთილზე, ისევე როგორც ლექციაზე, კვება და არაალკოჰოლური სასმლის მიღება დასაშვებია.

დანია ყველაზე მეტად საუნივერსიტეტო სწავლების ხარისხის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

დანიის სახელმწიფო აქტიურად აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, აფინანსებს თავად სტუდენტებს, რომლებსაც კველვების ჩატარება სურთ, გაიცემა მაღალი გრანტები შემეცნების მოყვარულთათვის.

 

4. ჰონგ კონგი

ჰონგ კონგი მათემატიკასა და სხვა ფორმალურ მეცნიერებებში  (ფიზიკა, ფილოსოფია, ლოგიკა) ლიდერია. ამ სფეროში, 15 წლამდე ასაკის ბავშვების შედეგები ბევრად აღემატება სხვა ქვეყნის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა შედეგებს.

„თუ თქვენ დაესწრებით ჰონგ კონგის საშუალო სკოლის ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილს, ნახავთ, რომ აქ მასწავლებელი ყოველი მოსწავლისგან მოელის წარმატებას და მოითხოვს სრულყოოფილ ცოდნას. აქ ნახავთ დიდ სიმკაცრეს, ძალიან დიდ ყურადღებასა და თანმიმდევრულობას“– ეს სიტყვები ანდრეას შლეხერს (Andrea Schleicher) – OECD’ (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) –ის დირექტორს ეკუთვნის, BBC–ისთან ერთ–ერთ ინტერვიუში.

 

5. დიდი ბრიტანეთი

შესაძლოა, სხვა კვლევებში, სადაც განათლების სისტემის სხვა კრიტერიუმებია გამოყოფილი, დიდი ბრიტანეთი ლიდერობდეს, თუმცა ამ კონკრეტულ ჩამონათვალში, ის ხუთეულში ბოლო ადგილს იკავებს. 

ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებთან შედარებით, აქ მასწავლებლებს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ, რაც, შესაბამისად, სწავლების ხარისხზეც აისახება. (ქართველებს ეს ნამდვილად არ გაგვიკვირდება), მათთან შედარებით დაბალია აგრეთვე სწავლების დროს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ხოლო მაღალია კლასში მოსწავლეთა რაოდენობა.

eye-icon.svg

27966

chat-icon.svg

0

ავტორი Admin