8.01.2020

5 ყველაზე ეკონომიური მანქანა

blog-article-image-one.jpg

თუ რამდენიმე ათეული წლის წინ დიდი მანქანების ბუმი იყო, ახლა მთავარი არა ვიზუალური მონაცემები, არამედ მისი ეკონომიურობა, ეკომეგობრულობა და მოსახერხებლობაა. სწორედ ამიტომ ავტომწარმოელების ფოკუსიც შეიცვალა და ახლა ყველაზე დიდი და პრესტიჟული ავტომობილებიც კი ეკომეგობრული და ეკონომიურია.

ამჯერად წარმოგიდგენთ 2019 წლის 5 ავტომობილს, რომლებიც ყველაზე ეკონომიურად არის მიჩნეული.

 

2019 Toyota Prius

ტოიოტამ ეკონომიური ავტომობილების მიმართულებით სრული გადატრიალება მოახდინა. ჰიბრიდული ძრავი, რომელიც ამ ბრენდმა მსოფლიოს შესთავზა, ყველაზე გამძლე და ეკონომიურია. 2019 წლის Toyota Prius-მა კი ეკონომიურობის ახალ საფეხურს მიაღწია. ქალაქში სიარულის დროს ის 4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. 1,8 ლ. მოცულობის ძრავის ავტომობილს  121 ცხენის ძალა აქვს.  

ეს მოდელი ყველაზე კომპაქტური მანქანების ტოპ სამეულშიც შედის.

ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 23 000 დოლარია.

 

2019 Hyundai Ioniq

 

2019 წლის ეს ავტომობილი ხელმისაწვდომია როგორც ჰიბრიდული, ისე ელექტრო და ჰიბრიდულ–ელექტრო ძრავით. ავტომობილი 1,6 ლ. მოცულობის ძრავითა და 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით მხოლოდ 4,1 ლიტრს წვავს 100 კმ–ზე, ქალაქში მოძრაობის დროს. ავტომობილს 139 ცხენის ძალა აქვს.

„ჰიუნდაის“ ეს მოდელი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მისი რამდენიმე განახლება მოხდა. უახლესი მოდელის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 22 000 დოლარია.

 

 2019 Toyota Prius Prime

ყველაზე ეკონომიური ავტომობილების რეიტინგში ტოიოტას კიდევ ერთი მოდელია. Prius–ისა და Prius C-ს შემდეგ ბრენდმა მომხმარებელს ახალი მოდელი Prius Prime შესთავაზა.  ეს არის ჰიბრიდულ–ელექტრო ავტომობილი, რომელიც საწვავის მინიმალურ მოხმარებას სთავაზობს მომხმარებელს. როდესაც ავტომობილი დენითაა დამუხტული, საწავავის მოხმარება მხოლოდ 1,7 ლიტრია 100 კმ–ზე, ხოლო როდესაც ჰიბრიდული ძრავი მუშაობს, მაშინ ის 100 კმ–ზე 4,4 ლ საწავავს მოიხმარს. როგორც „ტოიოტას“ სხვა მოდელები, ეს ავტომობილიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიებით ხასიათდება.

Toyota Prius Prime-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 27 000 დოლარია.

 

2019 Toyota Camry Hybrid

 

თუ თქვენ უფრო დახვეწილი, ბიზნესკლასის სედანები მოგწონთ, არ იდარდოთ. „ტოიოტამ“ თქვენზეც იზრუნა და 2019 Toyota Camry Hybrid სწორედ თქვენთვის შესაფერისი ყველაზე ეკონომიური ავტომობილია. იმ არაერთი უპირატესობის პარალელურად, რაც „ტოიოტას“ ამ მოდელს ტრადიციულად ახასიათებს, 100 კმ–ზე ავტომობილი მხოლოდ 4,5 ლ. საწვავს ხარჯავს. მანქანას 4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავი აქვს, რომელსაც 208 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

2019 Toyota Camry Hybrid  ეკომონიური მანქანების რეიტინგის გარდა კიდევ არაერთი პრესტიჟული რეიტინგის მოწინავე პოზიციას იკავებს.

მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 28 000 დოლარია.

 

2019 Honda Insight

 

„ჰონდამ“ ჰიბრიდული ავტომობილი სახელად Insight პირველად 1999 წელს შესთავზა მომხმარებელს, 2019 წელს კი მისი განსაკურებული განახლება მოხდა და ბრენდმა შექმნა სრულიად ახალი ეკონომიური ავტომობილი, რომელმაც ბრწყინვალედ ჩააბარა უსაფრთხოების არაერთი ტესტი. Honda Insight-ს 100 კმ. მანძლზე 4,6 ლ. საწავავი სჭირდება.

მანქანის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 23 000 დოლარია.

eye-icon.svg

65491

chat-icon.svg

0

ავტორი Admin