18.03.2020

5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი

blog-article-image-one.jpg

სახლი თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური მყუდრო და კომფორტული სამყაროა ჩვენს საერთო დიდ სამყაროში. თუმცა ყველა სახლი მყუდრო ნამდვილად არაა. დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეხვდებით სახლებს, რომლებიც რეალურად ამ სიტყვის მნიშვნელობას სცდებიან და გრანდიოზულ სანახაობრივ ნაგებობებს წარმოადგენენ. ამჯერად სწორედ მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებულ სახლს წარმოგიდგენთ.

 

ბუკინგემის სასახლე

ყველაზე ძვირადღირებული სახლების სიაში პირველ ადგილს დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია იკავებს. მისი ღირებულება 2 ტრილიონი დოლარია.

სასახლე 1703 წელს აშენდა ბაკინგემის ჰერცოგისთვის და სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც. 1762 წელს მეფე ჯორჯ III-მ შენობა იყიდა და საკუთარ კერძო რეზიდენციად გადააქცია. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სახლის გაფართოება. ამჟამად ის კერძო საკუთრებაში აღარაა და მონარქების რეზიდენციაა.

შენობა მოიცავს 775 ოთახს, რომელთაგან 78 სააბაზანოა, 52 სამეფო მისაღები, 19 ოფიციალური დარბაზი, 188 თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საძინებელი. ბუკინგემის სასახლეში იმართება ქვეყნის ყველა ოფიციალური ღონისძიება და დღესასწაული. აქვე რჩებიან ხოლმე ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩასული მაღალი რანგის სტუმრები. 

 

ანტილია

ანტილიას ღირებულება 1 ტრილიონი დოლარია და ის ინდოეთში, მუმბაიში მდებარეობს. ამ დროისთვის კერძო საკუთრებაშ მყოფი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლი ინდოელ მილიონერ მუკეშ ამბანის ეკუთვნის. ამბანი 27 სართულიან სახლში საცხოვრებლად 2012 წელს გადავიდა. სახლი უნიკალური არქტიტექტურით გამოირჩევა, მას აქვს პარკინგისთვის განკუთვნილი დიდი სივრცე, სპა, 3 აეროდრომი, რამდენიმე ბაღი, ყინულის ოთახი, ჰინდუს სალოცავი, საკონფერენციო დარბაზები, რამდენიმე საცურაო აუზი, იოგას დარბაზი, სადღესასწაულო გრანდიოზული დარბაზი და 50 ადგილიანი საოჯახო კინოთეატრი.  

 

ვილა ლეოპოლდა

750 მილიონ დოლარად შეფასებული საფრანგეთში მდებარე ეს სახლი ბელგიის მეფე ლეოპოლდ II–ს ეკუთვნოდა. შენობა აგებულია 1902 წელს და ყველაზე ძვირადღირებული სახლების სიაში დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს. ლამაზი ლანდშაპტი, უნიკალური ხეები და არქტიტექტურა მას აქცევს არა მხოლოდ ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სახლად, არამედ ყველაზე მომხიბვლელადაც. სახლს აქვს 19 მდიდრული საძინებელი, არაერთი ბუხარი, კინოთეატრი, საცურაო აუზი, ბაღები. მის დარბაზებს ხელოვნების შედევრებიც ამშვენებს.

საინტერესოა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს შენობას სამხედრო ჰოსპიტლის ფუნქციით იყენებდნენ.

1988 წელს სახლი ლიბანელმა ბანკირმა ედმონდ საფრამ იყიდა, 1999 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კი სახლი ბანკირის მეუღლის მფლობელობაში გადავიდა.

 

როტლანდ გეითი

365 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი ლონდონის ცენტრალურ უბანში ჰაიდ–პარკთან მდებარეობს. სახლს აქვს ოქროთი გაწყობილი 45 საძინებელი, დიდი საცურაო აუზი, მიწისქვეშა პარკიგის ზონა. შენობის ყველა ფანჯარა ბრონირებული მინითაა გაკეთებული. მის დიზაინზე ცნობილი ფოტოგრაფი ალბერტ პინტო მუშაობდა.

მე–19 საუკუნეში შენობა 4 სახლად აშენდა, თუმცა მოგვიანებით მათი ერთ საკუთრებად გაერთიანება მოხდა. ამჟამად სახლი საუდის არაბეთის პრინცს ეკუთვნის. 2015 წელს ის შეფასდა გასაყიდად გამოტანილ ყველაზე ძვირადღირებულ სახლად.

 

ელისონის სასახლე

იაპონურ სტილში გადაწყვეტილი სასახლე, რომელიც 10 შენობისგან შედგება, ტექნოლოგიური გიგანტის „ორაკლის“ დამფუძნებელს ლარი ელისონს ეკუთვნის. ელისონს ხშირად სასახლეების კოლექციონერასც უწოდებენ, რადგან ის კიდევ არაერთი ძირადღირებული სახლის მფლობელია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მამულს, ის მოიცავს ხელოვნურ ტბას, სათევზაო სივრცეებს, ცხენების ფერმას, ჩაის სახლს... საერთო ჯამში ეს ყველაფერი დიდი რანჩოს სტილშია გაკეთებული.

სახლი კალიფორნიაში მდებარეობს და მისი აშენება 200 მილიონი დოლარი დაჯდა. თუმცა ახლა უძრავი ქონების ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მისი ღირებულება დაცემულია.

p.s. მდიდრული სახლები პოპულარულ ადამიანებსაც ძალიან უყვართ. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული სახლის მფლობელი მსახიობი ჯორჯ ქლუნია, რომლის ვილაც 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

eye-icon.svg

56219

chat-icon.svg

0

ავტორი Admin