ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით); ** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, კოორდინირება; ** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა; ** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება; ** სადაზღვევო პროდუქტების შექმნის პროცესში ჩართულობა, მასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი; ** კომპანიის ბრენდინგზე ზრუნვა და შესაბამისი აქტივობებით განმტკიცება; ** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება; ** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება. აუცილებელი უნარები: ** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პროაქტიულობა; ** დეტალებისადმი ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. |