სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტების და პროცესების ზედმიწევნით ცოდნა;
** არასამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების სამსახურში არსებული საოპერაციო პროცესების ცოდნა/ საჭიროების შემთხვევაში ცვლილებათა ინიცირება და გატარება;
** სადაზღვევო კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების ცოდნა/ შესრულება;
** სადაზღვევო შემთხვევის დოკუმენტაციის მოძიება/წარმოება/პროგრამული აღრიცხვიანობა;
** კოორდინაცია თანმხვედრ მიმართულებებთან სამუშაო პროცესის სრულფასოვნად წარმართვისათვის;
** დამზღვევის/მოსარგებლის მუდმივი ინფორმირება სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების შესახებ;
** შესრულებული და მიმდინარე სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიაში არსებულ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის მიღება;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სადაზღვევო კომპანია "ალფა" გისურვებთ წარმატებებს!
არასამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების მენეჯერი
განთავსების თარიღი-
27-05-2021
მდებარეობა-
თბილისი
სამუშაო განაკვეთი-
სრული
სამუშაოს აღწერა
სადაზღვევო კომპანია "ალფა" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.