28.03.2020

მსოფლიოს 5 გასაოცარი ბიბლიოთეკა.

blog-article-image-one.jpg

თბილისში ყველა ქუჩას თავისი “გიჟი” ჰყავს, მეც მახსენდება ბავშვობის მოგონებებში დალექილი ერთი შეშლილი, ჯორდანო ბრუნოს სიჯიუტით რომ გაიძახოდა, დროის მანქანას გამოვიგონებო. ალბათ, რამდენს ფიქრობდა დროში მოგზაურობზე… თუმცა, ჩვენც ხომ ერთხელ მაინც გვიოცნებია მასზე, უდროო დროს ერთხელ მაინც გაგვფანტვია გონება იმაზე ფიქრში, თუ როგორები ვიქნებოდით, სხვა ეპოქაში რომ დავბადებულიყავით, მოგვიხდეობდა თუ არა მაშინდელი თმის ვარცხნილობა, სამოსი და … რაც მთავარია, ეპოქალური აზროვნება! დროის მანქანაზე რა მოგახსენოთ, აი წიგნების მეშვეობით, კი დანამდვილებით გეტყვით, რომ ეს შესაძლებელია. წიგნები და მსოფლიოს საჯარო ბიბლიოთეკები ნამდვილი ოაზისებია ვირტუალური მოგზაურობების მოყვარულთათვის. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში მოკლედ გაცნობებთ, თუ რომელი ბიბლიოთეკები უნდა მოვინახულოთ ჩვენი მოგზაურობების ფარგლებში და გავეცნოთ ქვეყნის არა მხოლოდ აწმყოს, არამედ წარსულსაც და მასთან ერთად, მომავალსაც.

ტრინიტიკოლეჯის ბიბლიოთეკაირლანდია

 

 

 

 

ძნელად თუ ვიპოვით ადამიანს, რომელსაც კემბრიჯისა და ოსქფორდის უნივერსიტეტების შესახებ არ სმენია, თუმცა ცოტამ იცის, რომ ამ ორის შერწყმით მსოფლიოში 31 საუკეთესო “ცოდნის ტაძარი” არსებობს, მათ შორისაა სწორედ ტრინიტი (სამების სახელობის) კოლეჯიც.სწორედ აქ მიიღეს თავიანთი ბრწყინვალე განათლება ისააკ ნიუტონმა, ფრენსის ბეკნმა, ლორდ ბაირონმა, ვლადიმერ ნაბოკოვმა და სხვებმა. თუმცა, ისტორიული ღირებულების გარდა, ეს უნივერსიტეტი მნახველებს აოცებს თავისი უკიდეგანო ბიბლიოთეკით, უნიკალური არქიტექტურით, დიადი მწერლების ქანდაკებებით,  შუასაუკუნეების ელფერით.  როგორც კი შეაბიჯებთ ამ ბიბლიოთეკაში, დაგავიწყდებათ თანამდროვე სამყარო, მთელი თავისი ქაოსურობით. აქ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ იხილოთ არა მხოლოდ უძველესი ხელნაწერები (მაგ.ახალი აღთქმის ოთხთავი), აგრეთვე უნიკალური საკრავი ინსტრუმენტები, მათ შორის, ყველაზე ცნობილი– სამუზეუმო ექსპონატი უძველესი არფისა.

ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაგერმანია

 

 

 

გერმანია  რომ ოდითგანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული არქიტექტურითა და მეცნიერებაში საკაცობრიო წვლილით, ამას დავა არ სჭირდება, სწორედ ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, გერმანიას ესტუმროთ, გირჩევდით აუცილებლად მოგენახულებინათ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი თავისი გრანდიოზული ბიბლიოთეკით. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი ერთ–ერთი უძველესი უნივერსიტეტია გერმანიისა და ევროპის ისორიაში, მისი ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზაზე კი თვალში მოგხვდებათ ლათინურ ენაზე შესრულებული ეპიგრაფი “Semper Apertus” რაც ითარგმნება “ცოდნის წიგნი ყოველთვის ღიაა უნდა იყოს ”. და მართლაც, „ცოდნის“ ეს ტაძარი მსურველისთვის ყოველთვის ღიაა.

კოდრინგტონის ბიბლიოთეკაინგლისი

 

 

                                                                                                  

 

ეს გასაოცარი ბიბლიოთეკა თავისი დამაარსებლის–  კრისტოფერ კოდრინგტონის სახელს ატარეს. კრისტოფერმა სტუდენტობის პერიოდში საკუთარი უნიკალური წიგნები  ბიბლიოთეკას ჯერ კიდევ სიცოცხლეში, 1716 წელს უანდერძა და საფუძველი ჩაუყარა ერთ–ერთ უმდიდრეს და ულამაზეს ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკის ინტერიერი კლასიკური სტილიდან გოტიკურშია გარდამავალი და ამდენად, მნახველთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ეროვნული ბიბლიოთეკა, საფრანგეთი

 

 

 

 დამეთანხმებით, საფრანგეთში გარეუბნებიც კი თავბრუდამხვევია, ახლა წარმოიდიგნეთ, როგორი შეიძლება იყოს საფრანგეთის მთავარი ბიბლიოთეკა, ესთეტიკის, კულტურის, არქიტექტურისა და რაციონალობის გენიალური ნაზავი. ალბათ წარმოდგენა გაგიჭირდებათ, რადგან ეს ბიბლიოთეკა ყველა ზემოთხსენებულისგან რადიკალურად გასნხვავდება. უპირველესად, აქ მნახველს თვალს ჭრის მისი უნიკალური ჭერი, რომელიც ობსერვატორიასაც მოგვაგონებს და სამყაროს დასაბამსაც. ვფიქრობ, ყოველი სიტყვა მის აღსაწერად მხოლოდ “ამაოების ბაზარი” იქნება, ამიტომაც, ეს ბიბლიოთეკა თავად უნდა მოინახულოთ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში.

ტურგენევის სახელობის ბიბლიოთეკარუსეთი

 

 

 

იქ, სადაც ლიტერატურაზეა საუბარი, შეუძლებელია  რუსეთს ავუაროთ გვერდი, კლასიკოსთა უმეტესი ნაწილი ხომ სწორედ აქ იშვა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, თუ რუსეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით რუსი მწერლების სახელობის ბიბლიოთეკებს, მე კი მათ შორის ტურგენევის სახელობის სამკითხველო ბიბლიოთეკას გამოვარჩევდი. ერთი შეხედვით, აქაურობა ბიბლიოთეკაზე მეტად, ვინმე დიდგვაროვანი თავადის, ან სულაც, რუსეთის რომელიმე მონარქის სამფლობელოს უფრო გავს, უზარმაზარი ჭაღებით, მუხის იატაკით, როიალებით, ცივი რუსეთისთვის დამახასიათებელი ბუხრით და ბიუსტებით. ამიტომ, სიმყუდროვეში ჩაფლული ეს ბიბლიოთეკა საყვარელი ადგილია არა მხოლოდ რუსეთის მაცხოვრებელთათვის, აგრეთვე, ტურისტებისთვის, რომლებიც თითქოს შუა საუკუნეების რუსეთში მოგზაურობენ. შენობა იმდენად მისტიურია, რომ დაბინდებისას შესაძლოა რომელიმე ოთახიდან რომანოვის აჩრდილსაც კი მოკრათ თვალი.

 

რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული სია იმ გასაოცარი ბიბლიოთეკებისა, რომლებიც მიმობნეულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, თუმცა ვეცადე ჩემი ემოციები თქვენთვისაც გამეზიარებინა.  თუ გადაწყვეტთ ამ ქვეყნების მონახულებას, არ გამოტოვოთ ეს ჯადოსნური ბიბლიოთეკები. არ დაგავიწყდეთ, რომ შეგიძლიათ თქვენი ბედნიერი მოგზაურობა დააზღვიოთ ალფაში.

eye-icon.svg

23759

chat-icon.svg

0

Author Admin