ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამედიცინო, ჯანდაცვა);
- MS Office - პროგრამების ცოდნა;
- სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე ან/და მსგავსი პროდუქტის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
· კომპანიაში პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროდუქტის გაყიდვების სისტემის აწყობა თბილისისა და რეგიონის მასშტაბით;
· ბაზრის შესწავლა, პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
· პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა/ჩატარება;
- პროფესიული დაზღვევის პროცესებისათვის შესაბამისი საოპერაციო პროცედურების შემუშავება, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
· სადაზღვევო შემთხვევების შესწავლა/ანალიზი და მართვა;
- სადაზღვევო პოლისების/ხელშეკრულებების განახლების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- დაზღვეულთა ბაზის მუდმივი განახლება, მონიტორინგი.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.