ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას რეგრესისა და დებიტორული დავალიანების მართვის მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: ქ. თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება - სასურველია იურიდიული ან ფინანსების მიმართულებით;
· სადაზღვევო ან საფინანსო სექტორში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქციები და მოვალეობები:
· რეგრესორებსა და დებიტორებთან ურთიერთობა (სატელეფონო კომუნიკაცია, პირისპირ შეხვედრები);
· რეგრესულ/დებიტორულ მოთხოვნებზე გრაფიკების ცხრილების წარმოება, მუდმივი მონიტორინგი, შეხსენება გადახდებზე და ჩარიცხვების კონტროლი;
· მომხმარებლებთან შეთანხმებების მომზადება;
· მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ვალდებულების შესრულებისა და დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
· პრობლემური აქტივების მართვა და ანგარიშების წარდგენა შესრულებულ სამუშაოზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
· ენერგიულობა;
· გაწონასწორებულობა;
· მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
· სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.