2.06.2022
რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის – ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს
ალფა უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგი „ავერსის“ შვილობილი კომპანიაა და ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ალფა მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს და ბაზარზე მისი ინდივიდუალური და მოქნილი პირობებით გამოირჩევა.
„ტოპ მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ალფაში სტრუქტურული და საოპერაციო რეორგანიზაცია დაიწყო. ალფას გუნდის დიდ გამოცდილებას დაემატა განსხვავებული და თანამედროვე მიდგომები, გადახალისდა კომპანიის ხედვები და მიზნები. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ალფას ბრენდის სტრატეგიისა თუ ვიზუალური იდენტობის გადახედვა და ახალი აღმოჩენების გაკეთება“ – ალფა დაზღვევის CEO აკაკი ლომაური.
რა არის ბრენდის ახალი სტრატეგია?!
„სტრატეგიაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ ალფას მომხმარებლებს ერთი მთავარი ღირებულება აერთიანებთ – ისინი ბევრს შრომობენ, ისახავენ დიდ და პატარა მიზნებს და ყოველდღიურად იღწვიან ამ მიზნის მისაღწევად.
სამყარო მუდმივად გვთავაზობს არასასიამოვნო სურპრიზებს, რაც ხანდახან ადამიანებში უსამართლობისა და უსუსურობის განცდას იწვევს. ჩვენი რწმენით კი გვჯერა, რომ ადამიანების მიზნების ასრულება მხოლოდ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ალფას ხედვით სამყაროში მოულოდნელობები არ უნდა გვაბრკოლებდეს, შესაბამისად ჩვენი მისიაა მივცეთ ადამიანებს კონტროლის მექანიზმები, რათა არ დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა.
სწორედ ამ ფუნდამენტური ღირებულებებიდან გამომდინარე ფორმირდა ალფას ბრენდის დაპირება – რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის“ – ალფა დაზღვევის CMO მარიკა ომანიძე.
როგორია ალფას ახალი ვიზუალური იდენტობა?!
ბრენდის პლატფორმის შექმნის შემდეგ, ალფას გუნდმა ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბება დაიწყო. ლოგოსა და ბრენდბუქზე არტ დირექტორმა მაკო ბერგმანმა და გრაფიკულმა დიზაინერმა აბო მენაბდემ იმუშავეს.
ალფას ახალ ლოგოში გამოყენებული ნიშანი, ერთდროულად რამდენიმე სიმბოლური შინაარსის მატარებელია. ნიშანში გამოხატულია ლათინური ასობგერა A–სა და ქართული ა–ს სინთეზი, ასევე აღიქმება წინ მიმავალი ადამიანი – როგორც ალფას ბრენდის ერთ–ერთი მთავარი ღირებულება. ნიშანი ეფუძნება ლეონარდო და ვინჩის Vitruvian Man–ის კონცეფციას, სადაც იდეალურად და იდეალისტურადაა გამოყვანილი ადამიანის სხეული. რაც შეეხება ფონტს, სპეციალურად ალფას ლოგოს ქართული და ინგლისური ვერსიისთვის შეიქმნა უნიკალური ფონტები.
ბრენდის ახალი ლოგოტიპის პარალელურად, სხვადასხვა პროდუქტებისთვის შეიქმნა ლოგოს განსხავებული ვარიაციები. შესაბამისად ალფას თითოეულ სადაზღვევო პროდუქტსა და მიმართულებას შესაბამისი ვიზუალური სტილისტიკა და ფერთა პალიტრა აქვს.
როგორია ალფას სამომავლო გეგმები?
„ჩვენ ყოვედღიურად ვცდილობთ მაქსიმალური რესური ჩავდოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისისა თუ მომსახურების გაუმჯობესებაში. ჩვენი მთავარი ღირებულება მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და სამართლიანობაა. სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ალფას თითოეული გადაწყეტილება. სამომავლოდ ვგეგმავთ მომხმარებლებს ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი სადაზღვევო პროდუქტები შევთავაზოთ. პარალელურად ვაპირებთ მომხმარებელთან ახლებურ და თანამედროვე კომუნიკაციას. ჩვენი მთავარი მიზანი, ჩვენი დაზღვეულებისთის სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის სრულიად ახალი, სასიამოვნო და კომფორტული გამოცდილების შექმნაა“ – აკაკი ლომაური, ალფა დაზღვევა CEO.