ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (საბურთალოს რაიონი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სრული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სამედიცინო მიმართულება);
- MS Office - პროგრამების ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ოჯახის ექიმის დახმარება ადმინისტრაციული საკითხებისა და პაციენტის მომსახურების მიმართულებით;
- პაციენტის ისტორიის შევსება ოჯახის ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
- საგარანტიო წერილების და ისტორიების პროგრამული ასახვა;
- პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.