ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო დაზღვევის ანდერაიტერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №16
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება მათემატიკის, ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
· ინგლისური ენის ცოდნა;
· MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია–მოვალეობები:
· სადაზღვევო პროდუქტის ფასწარმოქმნის და პირობების უზრუნველყოფა;
· სადაზღვევო რისკების შეფასება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
· პორტფელის პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
· ზარალიანობის მონიტორინგი და მართვა;
· ბაზრის კონკურენტული ანალიზის საფუძველზე, დაზღვევის პირობების გადახედვა და რეკომენდაციების უზრუნველყოფა;
· დეპარტამენტში შემომავალი დაზღვევის/გადაზღვევის მოთხოვნების მომსახურება;
· გადაზღვევის დოკუმენტაციის მომზადება და გადამზღვეველ კომპანიებთან (უცხოური, ადგილობრივი) ურთიერთობა;
· შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება/კვარტალური ანგარიშგების, სხვადასხვა რეპორტების მომზადება და გადამზღვეველთან მიწოდება;
· ახალი სადაზღვევო პროდუქტისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და მომზადება;
· საჭიროებისამებრ არსებული ხელშეკრულებების შესაბამისი სექციების მოდიფიცირება;
· დაზღვევის დოკუმენტის (პოლისი) დავიზება;
· პარტნიორ გადამზღვეველ კომპანიებთან ზარალის დარეგულირებაში მონაწილეობის მიღება;
· გადამზღვეველთან გადასარიცხი თანხების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება/ მიწოდება;
· რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან შესრულებული სამუშაოს შესახებ;
· უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.