ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი

განთავსების თარიღი-

16-09-2024

მდებარეობა-

თბილისი

სამუშაო განაკვეთი-

სრული

სამუშაოს აღწერა

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

სამუშაო დღეები-

ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები-

09:00-18:00

 

ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ

 

ფუნქცია-მოვალეობები:

·         კომპანიაში არსებული სამსახურების ფუნქციონირების და პროცესების ანალიზი, პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, დანერგილი რეკომენდაციების მონიტორინგი; 

·         კომპანიის ხარისხის მართვის პოლიტიკის/სტანდარტის შემუშავება და განხორციელება;

·         კომპანიის მიერ დასახული ხარისხის მართვის და მაჩვენებლების კონტროლი;

·         კანონებთან და რეგულაციებთან, ასევე შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;

·         მონიტორინგის გაწევა შესრულების ინდიკატორებისა (KPI) და ხარისხის საზომებისათვის;

·         კონკრეტული ხარისხის კრიტერიუმების/ინდიკატორების ჩამოყალიბება და პერიოდული მონიტორინგი;

·         ხარისხის გაუმჯობესების კუთხით პერსონალის ტრენინგებისა და სწავლებების უზრუნველყოფა;

·         მესამე პირების მიერ (მომსახურე კომპანიები) გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;

·         მომსახურების ხარისხის დონის მუდმივი მონიტორინგი/შეფასება/უკუკავშირი რეკომენდაციების სახით;

·         კომპანიაში მიმდინარე პროცესების ანალიზის შედეგად გამოვლენილი საჭიროების გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა და დანერგვა;

·         მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების სისტემების შემუშავება, დანერგვა, განხორციელების კოორდინირება, შესაბამისი რეპორტისა და რეკომენდაციის მომზადება; 

·         ხარისხის სისტემის და შიდა პროცესების ეფექტურობის პერიოდული შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

·         დეპარტამენტის ქვეშ დაქვემდებარებული ადამიანური რესურსების მართვა;

·         კომპანიაში შემოსული ელექტრონული, წერილობითი და სატელეფონო შეტყობინებაზე რეაგირების და უკუკავშირის პროცესის მონიტორინგი.  მაკონტროლებელ ორგანოსთან შესაბამისი ანგარიშგების მომზადების კოორდინირება, შიდა რეპორტის და რეკომენდაციის მომზადება;

·         მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების სისტემების შემუშავება, დანერგვა, განხორციელების კოორდინირება, შესაბამისი რეპორტისა და რეკომენდაციის მომზადება; 

·         კომპანიის მიმდინარე სტრატეგიულ პროცესებში მონაწილეობა პროფილური ან არაპროფილური მიმართულებით;

·         ანგარიშგება გენერალურ დირექტორთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული, სამედიცინო ან ჯანდაცვის მიმართულებით);

·         მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

·         უცხო ენის ცოდნა.

 

უნარები:

·         პასუხისმგებლობის გრძნობა;

·         გუნდურად მუშაობის უნარი;

·          ანალიზის უნარი;

·         ეფექტური კომუნიკაცია;

·         დაგეგმვის უნარი;

 

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე hralpha@alpha.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში ატვირთე რეზიუმე