ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას იურისტის მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
ფუნქცია–მოვალეობები:
- სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მოზადება;
- ომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი და შემდგომი რეაგირება;
- სარჩელის, შეგებებული სარჩელის, შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა;
- წარმომადგენლობა სასამართლოებში;
- სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება, მიღებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება;
- მიმდინარე და დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვა, ერთიან სისტემაში განთავსება და ანალიზი;
- სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურთან - სახელმწიფო ბაჟების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით;
- სამსახურებრივი ურთიერთობა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან - იძულებითი აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებით (შესაბამისი წერილების მომზადება კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით და ა.შ);
- მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით, კონსულტაციის გაწევა როგორც კომპანიის თანამშრომლებისათვის, ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისათვის;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება .
სადაზღვევო კომპანია „ალფა“ გისურვებთ წარმატებებს!