ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ფუნქცია–მოვალეობები:
- პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება;
- სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
- შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება;
- პროდუქტის პრეზენტაციის ჩატარება;
- სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
- არსებულ მომხმარებელთა ბაზების კონტროლი/მუდმივი კომუნიკაცია;
- გაყიდვის შემდგომი მომსახურების წარმოება;
- ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სადაზღვევო სფეროში გაყიდვების გამოცდილება;
- MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის უნარი;
- გუნდურობა;
- კრეატიულობა;
- დაგეგმარების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hralpha@alpha.ge და დასახელების ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ალფა დაზღვევა გისურვებთ წარმატებებს!