ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პერსონალის შერჩევისა და შეფასების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების);
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
პერსონალის შერჩევისა და შეფასების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
· პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება/ჩატარება;
· რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა, კანდიდატების შერჩევის არხების ჩამოყალიბებიდან საბოლოო გასაუბრებამდე;
· სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
· შერჩეული თანამშრომლისთვის ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა;
· თანამშრომელთა შეფასების პროცესის ორგანიზება/ჩატარება;
· შესაბამისი რეპორტების მომზადება;
· საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· პასუხისმგებლობის გრძნობა;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· სტატისტიკური ანალიზის უნარი;
· ეფექტური კომუნიკაცია;
· დაგეგმვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე hralpha@alpha.ge და Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.